The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის გერგედავა

ბორის გერგედავა
Date of birth:18 July, 1931
Date of death:2007  (at 75 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფახულანი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1956 წელს.

მუშაობა დაიწყო სოფელ ნაკიფუს საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1958 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; პირველად გამოკვლეულ იქნა კავკასიის მღვიმეები კომპლექსური მეთოდით, დამუშავდა მისი მეთოდიკა, დადასტურდა მღვიმეთა კომპლექსის, როგორც განსაკუთრებული გეოგრაფიული ლანდშაფტის გამოყოფის იდეა; განსაზღვრა მღვიმეების ლანდშაფტის საგანი, სტრუქტურა, ამოცანა, შეასრულა მიწისქვეშა ლანდშაფტის ფორმულირება, განსაზღვრა ასეთი კომპლექსის ადგილი დედამიწის ლანდშაფტურ სფეროში, წამოაყენა ახალი შეხედულება კარსტულ მღვიმესა და მის ფორმათწარმოქმნაზე, სიღრუის ევოლუციურ სტადიებზე; გაკეთდა მღვიმის გენეტური, მორფოლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური კლასიფიკაციები; დამუშავდა მღვიმის გამოყენება-დაცვის პრობლემები; იკვლევდა მღვიმეთმცოდნეობის კომპლექსურ მეტეოროლოგიას, მიწისქვეშა ლანდშაფტების თეორიას, რომელთა შესახებ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები (ქართულ და რუსულ ენებზე). იდგა ქართული სპელეოლოგიის სათავეებთან - ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოდიშის მღვიმეთა ბუნებრივი პირობების კომპლექსური დახასიათება", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.68-69

Bibliography


Share: