შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეოფილე გოგიბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბასილეთი, ოზურგეთის რაიონი. 1902 წელს, ბათუმში ი.ბ. სტალინის ხელმძღვანელობით მოწყობილი დემონსტრაციის დროს, მუშების სახელით შეხვდა და ელაპარაკა გუბერნატორს, დემონსტრანტებს მოუწოდებდა ძალადობისკენ, ამის გამო დაიჭირეს და ციხეში იხდიდა სასჯელს. მისი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო მიხა ბეროს ძე ხირიმიანი (ცნობილი მოჭიდავის, კულა გლდანელის ძმა, ერთ დროს თვითონაც ცნობილი მოჭიდავე). თეოფილე გოგიბერიძის მოგონება დაბეჭდილია წიგნში "ბათუმის დემონსტრაცია 1902 წელს" (თბ., 1939, გვ. 86-90). რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.633 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |