Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ გოგლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ერგნეთი, გორის რაიონი. 1898 წლიდან მუშაობდა თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში ზეინკლად, ამავე დროიდან მუშათა რევოლუციურ საქმიანობაშიც ჩაება-თბილისის რუქსის ქარხანაში ახალგაზრდა მუშებისგან ჩამოაყალიბა სოციალ-დემოკრატიული წრე და ყველა რევოლუციურ გამოსვლაში იღებდა მონაწილეობას. 1901 წლის 22 მარტს დააპატიმრეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მუშაობა დაიწყო ჭიათურის ელექტროსადგურის გამგედ, ჭიათურაში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ წრეს (ამ წრის ჩამოყალიბებით ჭიათურაში საძირკველი ჩაეყარა მუშათა მოძრაობას), მიხეილ გოგოლაძემ დიდი გაფიცვა მოაწყო ჭიათურაში. მან თბილისში, "ქართველთა წიგნების გამომცემელ ამხანაგობის" სტამბაში მუშაობის დროს ააწყო ჩარხი, რომელზეც ყუმბარებს ამზადებდნენ, ამავე სტამბაში ბეჭდავდა, აწყობდა და ინახავდა პროკლამაციებს. 1908 წელს საკუთარი ხარჯით და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით პარიზში წაიღო საქართველოში ქართულ, სომხურ, რუსულ და თურქულ ენებზე დაბეჭდილი პროკლამაციები (ეს პროკლამაციები ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ყდაში იყო ჩადებული და საზღვარზე ისე გადაიტანა). პარიზიდან დაბრუნებისთანავე, 1909 წლის 5 დეკემბერს დააპატიმრეს და 5 წლით კავკასიის საზღვრებიდან გააძევეს, სასჯელს იხდიდა დონის როსტოვში. მიხეილ გოგოლაძეს ახლო კავშირი და ურთიერთობა ჰქონდა ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძესთან. რევოლუციონერი, ორგანიზატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.643
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |