The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალენტინა იასნოში

Date of birth:9 September, 1924
Date of death:3 August, 2011  (at 86 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.

დაამთავრა ლენინგრადის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი 1946 წელს.

1953-1966წწ. მუშაობდა თბილისში მცენარეთა კარანტინის სამსახურის ლაბორატორიაში მთავარ სპეციალისტად; 1966 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1967 წელს მოსკოვში მიიღო მედალი ბიოლოგიური კონტროლისათვის საქართველოში; 1976-1997წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ბიოლოგიური კონტროლის განყოფილებბის უფროსი; 1975-2001წწ. მონაწილეობდა საერთაშორისო ფორუმებში (მოსკოვი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისრაელი, უნგრეთი, მექსიკა) მცენარეთა დაცვის განხრით; მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება იყო სასარგებლო ორგანიზმების ინტროდუქცია და მათი გამოყენება მცენარეთა მავნებლებისა და სარეველების წინააღმდეგ; საქართველოში თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან განახორციელა სასრგებლო მწერების (როდოლია – Rodolia cardinalis კრიპტოლემუსი – Cryptolaemus montrouzieri და სხვ.) იმპორტი, აკლიმატიზაცია და გამოყენება; გამოიკვლიეს სხვადასხვა აგროცენოზის ენტომოფაუნა, მათი ბუნებრივი მტრები – ენტომოფაგები, დაინერგა მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი; კვერცხის პარაზიტი ტრიქოგრამა (Trichogramma evanescens) გამოიყენება სიმინდის ნათესებისა და კომბოსტოს ნარგავების მავნე მწერებთან საბრძოლველად, პათოგენური სოკო აშერსონია (Aschersonia) – მავნებლებისაგან ციტრუსების მიკრობიოლოგიური დაცვისათვის და სხვ. ასევე შემუშავდა ფრთათეთრას პარაზიტი მწერის – ენკარზიას (Encarsia formosa) გამრავლებისა და გამოყენების ტექნოლოგია ბოსტნეული კულტურების დახურული გრუნტის მეურნეობისათვის; 2012 წლიდან მისი სამეცნიერო კოლექცია დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ენტომოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1991).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.172

Member of Organizations

  • რუსეთის ენტომოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია , ნამდვილი წევრი (1995-)
  • საქართველოს ენტომოლოგიური საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: