შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გალინა გვარლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ბერეზნო, როვნოს ოლქი, უკრაინა. 1937-1947წწ. სწავლობდა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის ფაკულტეტზე. მეხუთე კურსიდან საცხოვრებლად მეუღლესთან საქართველოში ჩამოვიდა. მუშაობა დაიწყო მესტიის სამხედრო კომისარიატში, შემდეგ ბანკში ბუღალტრად. 1941-1960წწ. მუშაობდა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად სკოლაში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი და 1961 წლიდან ამავე ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე მუშაობდა უფროს მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად შეეხება ზემო სვანეთის მოსახლეობისა და მეურნეობის რიგ საკითხებს. უფროსი მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.71-72 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |