The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ გვახარია

ვლადიმერ გვახარია
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1923
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1999  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1952 წელს. 1952-1956წწ. ქ. ლენინგრადის სახელმწიფო ჰიდროლოგიურ ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი.

მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და "საქენერგოში". 1960 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ბოლო პერიოდში, მთავარ მეცნიერ თანამშრომლად (იყო კლიმატოლოგიის განყოფილების გამგე). წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე. ავტორია 90-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა, რომელთაგან 4 მონოგრაფიაა. აქვს სამეცნიერო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. მტკვირს ზემო აუზის წყლის რეჟიმი, დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთიანი ქვეყნების წყალსატევებიდან აორთქლების გეოგრაფიული მოდელირება", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.73-74

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: