The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ გვილავა

სიმონ გვილავა
Date of birth:12 August, 1916
Date of death:2 April, 1986  (at 69 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს.

1939 წლიდან მუშაობდა იმავე ინსტიტუტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე. 1940-1941წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. 1941 წელს მძიმედ დაიჭრა და შინ დაბრუნდა. გამოჯანმრთელების შემდეგ სწავლა განგრძო ასპირანტურაში, რომელიც 1946 წელს დაამთავრა. ამავე წლიდან ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. 1950 წელს დაამთავრა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც დაიბეჭდა და დაიგზავნა ავტორეფერატი, მაგრამ დაცვა არ შემდგარა. მისი კვლევის სფეროს შეადგენდა იმერეთის ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების ეკონომიკურ-გეოგრაფიული საკითხების კვლევა-ძიება. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიეორ ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტყიბულის რაიონის ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათებისათვის". 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.75


Share: