The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენიამინ გოგუა

დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1953  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

1920 წლიდან თანამშრომლობდა ბათუმის ყოველდღიურ გაზეთ "ბათომის ფურცელში". 1936-1941წწ. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ხელოვნებისა და ლიტერატურათმცოდნეობის ყოველთვიური (1937-1941წწ. გამოდიოდა ორ თვეში ერთხელ) ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება" (1936, №1-12, თითო 48-60გვ.; 1937, №1-6, თითო 80-120გვ.; 1938, №1-6; 1939, №1-12, თითო 90 გვ.; 1940, №2, 34გვ,; 1941, №1-5), რომელშიც ხელმოწერის გარეშე აქვეყნებდა მეთაურ წერილებს უმთავრესად-ხელოვნების საკითხებზე. 1937-1944წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსთან არსებულ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსად, 1945 წლიდან პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამმართველოს უფროსად.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.653

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ I მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1938-)
  • საქართველოს სსრ II მოწვევის უმაღლესი საბჭო (ლანჩხუთის №163 საარჩევნო ოლქიდან), დეპუტატი (1947-)
  • სკკპ (1931-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: