The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ გონიაშვილი

თინათინ გონიაშვილი
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1990  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ენათმეცნიერების განხრით (ქართველური ენები) 1931 წელს.

1932-1933წწ. მუშაობდა კორექტორად, შემდეგ სტილისტად გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში. 1933 წელს  ჩაირიცხა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის კავკასიათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტად თბილისში. 1936 წელს ლენინგრადში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის ერთწლიანი კურსი. მუშაობდა ზოგადი ენათმეცნიერებისა და კავკასიურ ენათა საკითხებზე. მეცნიერ-მუშაკთა სრულიად საკავშირო კონკურსზე, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის-ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის წარდგენის თანახმად თინათინ გონიაშვილის ნაშრომს, "ადიშის ოთხთავის  დიალექტიზმებისათვის" უმაღლესი შეფასება მისცეს და ავტორს სრულიად საკავშირო მეორე პრემია (1500 მანეთი) გადაეცა. ნაშრომი მოთავსებულია "ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის  მოამბე.-1938.-გვ.115-162.  თბილისში დაბრუნების შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი). 1938 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1938 წელს ენიმკის სამეცნიერო საბჭომ თინათინ გონიაშვილი აირჩია უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ამავე წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ იგი კავკასიურ ენათა კათედრის დოცენტად დაამტკიცა. 1939-1942წწ. კითხულობდა ჩეჩნური ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების შესავლის კურსებს. 1942 წელს დააპატიმრეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, როგორც პოლიტიკურ პატიმარს. იგი გაათავისუფლეს ვადამდე, 1957 წელს მიიღო რეაბილიტაცია. 1946 წლის სექტემბრიდან კვლავ დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე აღდგენილ იქნა ნ. მარის სახელობის ენიმკში, ხოლო შემდეგ გარდაცვალების უკანასკნელ დღემდე მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. იყო ამ ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი- თანამშრომელი. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიათა დამუშავებაში და იყო ამ ტერმინოლოგიათა განსახილველი სარედაქციო კომისიების მუდმივი წევრი. კერძოდ, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 1957, 1960, 1977, 1982 წლებში გამოქვეყნებული ტექნიკური ტერმინოლოგიების (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ნაწილების), მეტალურგიის, ფიზიკის, ქიმიის, ელექტროწევის, სატყეო-ტექნიკური, სტატისტიკისა და აღრიცხვის, გეოგრაფიის, ჰიდროტექნიკის, რადიოელექტრონიკის, სამრეწველო საწარმოს ორგანიზაციისა და დაგეგმვის, მეფუტკრეობის, მეფრინველეობის, მართვის ავტომატიზებული სისტემების, ვაჭრობის, ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის, ავტოტრანსპორტის, გეოფიზიკისა და სხვა ტერმინოლოგიების დამუშავებაში. არის 1959 წელს გამოცემული სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგიური ლექსიკონის ერთ-ერთი რედაქტორი. მანვე რედაქცია გაუწია ს. აბაშიძისა და ლ. აბაშიძის მიერ გამოცემულ სამედიცინო განმარტებით ლექსიკონს. თინათინ გონიაშვილი არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტერმინოლოგიის გარდა, იგი სწავლობდა და იკვლევდა ჩეჩნურ-ინგუშურ ენებს, რომლებსაც ეძღვნება მისი შრომების დიდი ნაწილი. ლინგვისტი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.687; ice.ge


გააზიარე: