შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გოპაძე![]()
ბიოგრაფიაახალციხის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი. დიდ მფარველობას უწევდა ახალგაზრდებსა და მოსწავლეებს, ზრუნავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის. მისი გარდაცვალების წლისთავზე ახალციხის საზოგადოებამ საფლავზე ძეგლი დაუდგა შემდეგი წარწერით: "ძეგლი ესე აეგო ახალციხის ქართველი საზოგადოებისაგან განსვენებულს დაუღალავი შრომის სასარგებლოდ". სომხურმა საზოგადოებამაც შეაგროვა ფული ძეგლისათვის რკინის მოაჯირის შემოსავლებად. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.687
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |