შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1925 წელს. 1928 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1929-1935წწ. სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტებში; ასევე სასოფლო-სამეურნეო პროფილის სხვადასხვა დაწესებულებაში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1930-1934წწ. იყო ამიერკავკასიის მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის განყოფილების გამგე; 1944 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში; 1950-1981წწ. საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში, იყო იაპონია – სსრკ-ის თბილისის განყოფილების პრეზიდენტი; 1954 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კონსულტანტი სოფლის მეურნეობის ეკონომიკის საკითხებში; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს აგრარული პოლიტიკის წარმართვაში; მონაწილეობა მიიღო კოლხეთის დაბლობის სასოფლო-სამეურნეო ათვისების გენერალური გეგმის დამუშავებასა და განხორციელებაში, აგრეთვე თბილისის საგარეუბნო მეურნეობის განვითარების პროექტის შედგენაში; მის შრომებში დამუშავებულია სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის დარაიონების, წარმოების გაადგილებისა და სპეციალიზაციის, მეურნეობის გაძღოლის სისტემებისა და თესლბრუნვების ორგანიზაციის, მიწის ფონდების გამოყენების, მელიორაციის, გარემოს დაცვის, მევენახეობისა და მეღვინეობის ეკონომიკის საკითხები; მას ეკუთვნის პირველი ნაშრომი ქართულ ენაზე მიწის ეკონომიკური შეფასების შესახებ; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა (მ. შ. 15 მონოგრაფია). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგროეკონომისტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მიწის ფონდი და მისი გამოყენება". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.177; newspaper.tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |