The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იარომირ იედლიჩკა

დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1 აგვისტო, 1965  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პრაღა, ჩეხეთი.

დაამთავრა პრაღის უნივერსიტეტის ინგლისური და სლავური ფილოლოგიის განყოფილება.

1946-1948წწ. ასწავლიდა ქართულ ენას თავდაპირველად პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, 1953-1961წწ. პრაღის უნივერსიტეტში; ჩეხურ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" (1958 გამოაქვეყნა პოემის პროზაული, ხოლო შემდეგ პოეტური თარგმანი), ს.-ს. ორბელიანის, დ. გურამიშვილის, დ. ჭონქაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ლ. ქიაჩელის, გ. ლეონიძის თხზულებანი, ქართული ხალხური ზღაპრები და სხვა; იკვლევდა ძველ და თანამედროვე ქართულ ენას; გამოქვეყნებული აქვს წერილები ქართული ენის მორფოლოგიის საკითხებზე ("ძველი ქართული ენის სტრუქტურა", 1961; "სიტყვაწარმოება და ბრუნება ძველ ქართულში", 1963 და სხვ.); ავტორია მრავალი წერილისა ქართვ. ენათმეცნიერებათა ნაშრომებზე, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე, საქართველოში ძველი ქართული ენის, აგრეთვე აფხაზური ენის შესწავლის მდგომარეობის შესახე; აქვეყნებდა რეცენზიებს უცხოელი კავკასიოლოგების ნაშრომებზე; ჩეხი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი; მისი შრომის - ჩეხური ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის, თბ., 1972 ელ. ვერსია - dspace.nplg.gov.ge.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.198

ბიბლიოგრაფია

  • ჩეხური ენა : ჩეხური ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1972. - 526გვ.

გააზიარე: