The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იარომირ იედლიჩკა

Date of birth:9 October, 1901
Date of death:1 August, 1965  (at 63 years)
Category:Linguist, Translator, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პრაღა, ჩეხეთი.

დაამთავრა პრაღის უნივერსიტეტის ინგლისური და სლავური ფილოლოგიის განყოფილება.

1946-1948წწ. ასწავლიდა ქართულ ენას თავდაპირველად პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, 1953-1961წწ. პრაღის უნივერსიტეტში; ჩეხურ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" (1958 გამოაქვეყნა პოემის პროზაული, ხოლო შემდეგ პოეტური თარგმანი), ს.-ს. ორბელიანის, დ. გურამიშვილის, დ. ჭონქაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ლ. ქიაჩელის, გ. ლეონიძის თხზულებანი, ქართული ხალხური ზღაპრები და სხვა; იკვლევდა ძველ და თანამედროვე ქართულ ენას; გამოქვეყნებული აქვს წერილები ქართული ენის მორფოლოგიის საკითხებზე ("ძველი ქართული ენის სტრუქტურა", 1961; "სიტყვაწარმოება და ბრუნება ძველ ქართულში", 1963 და სხვ.); ავტორია მრავალი წერილისა ქართვ. ენათმეცნიერებათა ნაშრომებზე, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე, საქართველოში ძველი ქართული ენის, აგრეთვე აფხაზური ენის შესწავლის მდგომარეობის შესახე; აქვეყნებდა რეცენზიებს უცხოელი კავკასიოლოგების ნაშრომებზე; ჩეხი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი; მისი შრომის - ჩეხური ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის, თბ., 1972 ელ. ვერსია - dspace.nplg.gov.ge.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.198

Bibliography

  • ჩეხური ენა : ჩეხური ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1972. - 526გვ.

Share: