The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარიკო გიორგაძე

დარიკო გიორგაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1927  (98 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით.

მუშაობა დაიწყო ქ. ქუთაისის პირველ და მეხუთე საშუალო სკოლებში გეოგრაფიის მასწვლებლად. 1961 წლიდან საღამოს მეხუთე სკოლის დირექტორის მოადგილეა სასწავლო მუშობის დარგში. პარალელურად შტატგარეშე ინსპექტორად დაინიშნა გეოგრაფიაში. 1962 წლიდან კითხულობდა ლექციებს მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, ხოლო 1986 წლიდან ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის კურსს კითხულობდა და სტუდენტთა სკოლაში პედაგოგიურ პრაქტიკას ხელმძღვანელობდა. მისი კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობა განზოგადდა და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალმა დასტამბა ბროშურა, ხოლო ჟურნალ "გეოგრაფია სკოლაში" ქუთაისის გეოგრაფიის მასწავლებელთა მუშობის გამოცდილებაზე დაიბეჭდა სტატია (1976). 1982-2000წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის გეოგრაფიის მასწავლებელთა მეთოდურ გაერთიანებას. მას გეოგრაფიის მასწავლებლებთან წაკითხული აქვს 20-მდე მოხსენება. გამოქვეყენებული აქვს 10-მდე სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომი. გეოგრაფიის მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.78-79;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.277

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: