The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო გოგატიშვილი

ანდრო გოგატიშვილი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:24 ივნისი, 1979  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქორეთი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1950 წელს.

1950-1951წწ. მუშაობდა წყალთა მეურნეობის სამინისტროს "საქსანნიტწყალპროექტში" მიწათმცოდნის თნამდებობაზე. 1951-1954წწ. ნიადაგთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1967 წლიდან ნიადაგთმცოდნეობის ინსტიტუტის გეოგრაფია-გენეზისის ლაბორატორიის, ხოლო შემდეგ ნიადაგთმცოდნეობის განყოფილების გამგეა. მონაწილეობდა საქართველოს რაიონებისათვის ნიადაგური რუკების და აგრორეკომენდაციების შედგენაში. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგების დეტალური კვლევა, ჭიათურის მანგანუმის ღია წესით დამუშავების ადგილებში ნიადაგის აღდგენისა და მისი სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში კვლავ გამოყენების საკითხები და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მიწვეული იყო საერთაშორისო კონგრესებზე, სიმპოზიუმებსა და ყრილობებზე (რუმინეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, გერმანის დემოკრატიული რესპუბლიკა, აშშ). სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ნიადაგთმცოდნეობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საჩხერის რაიონის ნიადაგები და მათი საწარმოო თავისებურებანი მევენახეობის თვალსაზრისით", დაიცვა 1954 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.80

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - თეოფანე დავითაიას სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: