შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გორთამაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საგურამო (ყოფილი დუშეთის მაზრა), მცხეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და ყირიმში ნიკიტას სასწავლებელი 1910 წელს. 1911 წლიდან მსახურობდა განჯაში ძმები გუმმელების მამულის გამგედ. 1911-1917წწ. იყო გორის მაზრაში ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ინსტრუქტორი, 1918-1919წწ. გორის საოსტატო სემინარიის მასწავლებელი, 1923 წელს წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელის გამგე, 1923-1925წწ. დუშეთის მაზრის განათლების განყოფილების გამგე და სხვ.. 1908 წლიდან დაგორის ფსევდონიმით ჟურნალ "მოსავალში" წერდა სასოფლო-სამეურნეო საკითხების შესახებ, ხოლო "ცნობის ფურცელში" აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენებზე. აგრონომი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.702 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |