The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გორთამაშვილი

დავით გორთამაშვილი
სხვა სახელი:დაგორი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1887  (137 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საგურამო (ყოფილი დუშეთის მაზრა), მცხეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და ყირიმში ნიკიტას სასწავლებელი 1910 წელს.

1911 წლიდან მსახურობდა განჯაში ძმები გუმმელების მამულის გამგედ. 1911-1917წწ. იყო გორის მაზრაში ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ინსტრუქტორი, 1918-1919წწ. გორის საოსტატო სემინარიის მასწავლებელი, 1923 წელს წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელის გამგე, 1923-1925წწ. დუშეთის მაზრის განათლების განყოფილების გამგე და სხვ.. 1908 წლიდან დაგორის ფსევდონიმით ჟურნალ "მოსავალში" წერდა სასოფლო-სამეურნეო საკითხების შესახებ, ხოლო "ცნობის ფურცელში" აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენებზე. აგრონომი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.702

ბიბლიოგრაფია

  • ბოსტნეულის მოსავლის მოვლა (ავტორი). - ტფილისი, ცეკავშირის სტ., 1931. - 32გვ.
  • მებოსტნეობა : მოკლე პრაქტიკული სახელმძღვანელო გლეხთათვის (ავტორი). - ტფილისი, მეხბოსტანკავშირის გა-მა, (სახელგამის მე-2 სტ.), 1930. - 78გვ.
  • მებაღეობა : მოკლე სახელმძღვანელო ხეხილთა გამრავლებისა და მოვლისა / შედგენილი სამეურნეო საგნების მასწავლების დ. გორთამაშვილის მიერ (შემდგენელი). - ქუთაისი, თ. მთავრიშვილის ამხანაგობის გამოცემა, 1919 (ქშწგ საზ-ბის ქუთაისის განყოფილების სტ.), 1919. - 116გვ.

გააზიარე: