შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ გოგინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1971 წელს. განაწილებით დაიწყო მუშაობა "საქსოფლმშენსახპროექტში" ინჟინრის თანამდებობაზე. 1972-1975წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1975 წლიდან ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე უფროსი ლაბორანტია; 1977-1978წწ. მივლინებით იმყოფებოდა ირანში ტრანსპორტის სამინისტროს მშენებლობის ხაზით; 1978-1980წწ. კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზეა; 1981-1983წწ. ისევ ირანშია მივლინებით იმავე ფუნქციით; 1983-1990წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1990-1994წწ. ასისტენტი, ხოლო 1994 წლიდან უფროსი მასწავლებელია. გამოქვეყნებული აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება ახლო და შუა აღმოსავლეთი ქვეყნების, ძირითადად ირანის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. შესრულებული აქვს მეთოდური ნაშრომი "სასწავლო-პრაქტიკის მეთოდიკა და პროგრამა ეკონომიკურ და სოციალურ გეოგრაფიაში (1997)". აქვს თარგმილი სახელმძღვანელო თანაავტორობით. მიღებული აქვს საელჩოს სიგელი ირანში ყოფნის დროს (1983). უფროსი მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.83
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |