The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა გოგიტიძე

ვაჟა გოგიტიძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაფაღაური, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით 1966 წელს.

1965 წლიდან მუშაობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; აგროეკოლოგიისა და აგროკლიმატოლოგიის განყოფილების გამგე. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი მათში განხილულია კულტურულ მცენარეთა გავრცელების პრინციპები, საქართველოს მევენახეობა-მეხილეობის კლიმატური ზონები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიტატი.

საკანდიდატო დისერტაცის თემა - "ვაზის გამოზამთრების აგროკლიმატური რესურსები საქართველოში", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.83-84

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: