The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელგუჯა გოგლიძე

ელგუჯა გოგლიძე
Date of birth:17 September, 1931  (93 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქორთა, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსიტუტი (ახლანდელი აგრარული უნივერსიტეტი) სწავლული აგრონომის სპეციალობით 1956 წელს.

1957-1975წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1963-1966წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში აგროეკოლოგიისა და აერომეტეოროლოგიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ასახავს აგროეკოლოგიის თანამედროვე პრობლემებს. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (1993).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საგარეუბნო ზონის მეურნეობის ხეხილის ბაღების რიგთაშორისებში ბოსტნეული კულტურების წარმოების აგრომეტეოროლოგიური დასაბუთება", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.85

Bibliography


Share: