შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო გოგმაჩაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1972 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა 1981 წელს. 1972-2010წწ. (ორგანიზაციის ლიკვიდაციამდე) – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შემდგომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კ. ზავრიევის სახელობის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი, მთავარი მეცნიერ-მუშაკი, საინჟინრო სეისმოლოგიისა და გეოტექნიკური კვლევების ლაბორატორიის გამგე; 1994-2012წწ. – უნივერსიტეტი "აღმაშენებელი"-ს, "ლეგია და კომპანია" და საქართველოს ავტოსაგზაო ინსტიტუტების დოცენტი, პროფესორი; 1998 წლიდან საინჟინრო გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების საწარმოს "ესგ"-ს ტექნიკური დირექტორი; 2012 წლიდან ქართულ-ამერიკული (GAU) უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2014წწ. საინჟინრო გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების საწარმოს შ.პ.ს "ქილუქი"-ს დირექტორი; 2014-2015წწ. – ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი; 2015 წელს – ქ. თბილისის მერიის, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის მთავარი სპეციალისტი; 2012-2013წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ექსპერტი; 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი. 186 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 83 საკვლევ-სამეცნიერო ანგარიშის (გრანტების ჩათვლით) და 9 მონოგრაფიის ავტორი ან თანაავტორი. გეოლოგიის დოქტორი, ექსპერტი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საინჟინრო გეოლოგიური, გეომორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების გავლენა მიწისძვრის ინტენსივობის გამოვლინებაზე", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.85-86; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ვებ-გვერდი: ig-geophysics.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |