The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გოგსაძე

გიორგი გოგსაძე
Date of birth:3 January, 1957  (68 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1979 წელს.

სტუდენტობის დროს (1978) სტაჟირებაზე იმყოფებოდა რაბატის (მაროკო) უნივერსიტეტში. 1979-1982წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის ფაკულტეტის კაპიტალისტური და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრაზე. 1983-1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონიმიკური გეოგრაფიის კათედრაზე უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1985-1987წწ. ხალხთა მეგობრობის მუზეუმის განყოფილების გამგე; 1987-1990წწ. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1991წწ. დემოგრაფიისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან საქართველოს პარლამენტის სპიკერის აპარატში სპიკერის მოადგილის თანაშემწე, ამასთან, 1994 წელს იყო სტაჟირებაზე ჯორჯ ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათ ფაკუტლტეტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1995 წელს მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტის კონფლიქტების მოწესრიგებისა და საერთაშორისო განვითარების ფაკულტეტის უფროსი მეცნიერი მკვლევარი; 1996-2000წწ. მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში პროგრამის სპეციალისტის თანამდებობაზე; 2000-2002წწ. გაეროს განვითარების პროგრამაში პროგრამის ანალიტიკოსის თანამდებობაზე; 2002 წლიდან არსამთვრობო ორგანიზაციის "დემოკრატიული განვითარებისა და კონფლიქტების მოგვარების ცენტრის" დირექტორი. საკვლევი სფერო: პოლიტიკური გეოგრაფია/გეოპოლიტიკა; მოსახლეობის გეროგრაფია/მიგრაცია; ეთნიკური კონფლიქტები. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაროკოს საწარმოო ძალთა განლაგებისა და განვითარების ძირითადი თვისებურებანი და კანონზომიერებანი", დაიცვა 1985 წელს. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.86; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Bibliography


Share: