შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი გორდეზიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მწყერისციხე (ყოფილი შორაპნის მაზრა), ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ყვირილას (1920 წლიდან ოფიციალურად ეწოდა ზესტაფონი) ორკლასიანი სასწავლებელი. 1905 წლიდნ მუშაობდა თბილისის ტრამვაის დეპოში. იყო მუშათა რევოლუციური მოძრაობის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. აწყობდა და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ტერორისტულ აქტს. 1908 წლის იანვარში მოკლა ფოსტის უფროსი-ცნობილი შავრაზმელი ჩიჟიკი. ამ მკვლელობის დროს თვითონაც დაიჭრა. სამხედრო სასამართლოს დადგენილებით. არსენალის მახლობლად, ყაზარმების უკან 1908 წლის 25 მარტს დახვრიტეს. რევოლუციონერი, ტერორისტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.698
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |