The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ივანოვი

Date of birth:17 January, 1819
Date of death:1877  (at 57 years)
Category:Architect

Biography

დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია 1841 წელს.

1850-1857წწ. იყო თბილისის საქალაქო არქიტექტორი; 1856 წელს მისი პროექტით თბილისში დასრულდა წმ. ნიკოლოზის ­ბერძნული ეკლესიის მშენებლობა ხარფუხში; ავტორია XIX ს. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საცხოვრებელი სახლის – არშაკუნის სახლის (ახლანდю ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სა­ხელმწიფო სამხატვრო აკადემია) პროექტისა (1856–1857); მის მიერვეა შედგენილი დ. თამამშევის ქარვასლის პროექტი (1853) და ცნობილი არწრუნის ქარვასლის (ყოფილი სასახლის ქუჩაზე) გადაკეთების პროექტები (1854 და 1855); ეკლექტიზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგე­ნელია, რომელსაც თბილისის არქიტექტურაში გოთიკის, ადრინდელი რენესანსული მოტივები და ცალკეული ისლამური ელემენტებიც შემოჰქონდა; მის მიერ დაპროექტებული სახლების გეგმა მიუთითებს იმაზე, რომ იგი ითვალისწინებდა თბილისის სპეციფიკას, კერძოდ, იყენებდა როგორც ქუჩის მხა­რეს დაკიდულ ხის აივნებს, ისე ეზოს დიდ აივნებსაც. 1858 წელს მუ­შა­ობ­და არქიტექტორად კავკასიის საინჟინრო ოლქში; 1859-1860წწ. თბილისიდან წასვლის შემდეგ  მუ­შა­ობ­და ასტრახანის საგუბერნიო არქიტექტორად, ხოლო შემდეგ პეტერბურგში დაბრუნდა; 1864-1874წწ. მონა­წი­ლე­ო­ბა მიიღო თბილისში კავკასიის მეფისნაცვლის სასახლის პროექტის კონკურსში. 1850 წელს მიიღო არქიტექტურის აკადემიკოსის წოდება. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.212-213


Share: