Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ივანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1971 წლიდან მუშაობს ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (JINR, დუბნა, რუსეთი) სხვადასხვა თანამდებობაზე; 2003-2013წწ. იყო JINR ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიის (LIT JINR) დირექტორი, 2013 წლიდან არის ამავე ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და სექტორის ხელმძღვანელი; მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ექსპერიმენტული შედეგების ავტომატიზებული დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები, მათემატიკური სტატისტიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა, რთული სისტემების მოდელირება და ანალიზი; მონაწილეობს მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის შესრულებაში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ასეული სამეცნიერო ნაშრომი; არის სამეცნიერო ჟურნალ "Particles and Nuclei. Letters"-ის რედკოლეგიის წევრი; 2009 წლიდან ნაციონალური კვლევითი ბირთვული უნივერსიტეტის «МИФИ»-ის პროფესორია. სამეცნიერო შრომების ციკლებისათვის მიღებული აქვს JINR-ის I (1998, 2005) და II (2002) პრემიები და სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (2004). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.213; dubna.org Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |