The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაკობ ივანოვი

Date of birth:1807  (218 years)
Date of death:187?
Category:Architect

Biography

დაამთავრა კრემლის მშენებელთა ექსპედიციის საარქიტექტურო სკოლა­ 1824 წელს (მოსკოვი).

1824 წელს დაი­ნიშნა არქიტექტორის თანაშემწედ; 1841-1846წწ. მუ­შა­ობ­და თბილისში; 1841-1844წწ. იყო თბილისის საქალაქო არქიტექტორი და ასრულებდა ყველა მნიშვნელოვან არქიტექტურულ სამუშაოს (ძირითადად საცხოვრებელი სახლების პროექტები); ფასადთა დამუშავების დროს იგი იყენებდა გვიანი რუსული კლასიციზმის ელე­მენ­ტებს, რომრლსაც ხელისუფლების მიერ "აპრობირებული" ფასადების სავალდებულო ალბო­მები ნერგავდა; ამავე დროს ითვა­ლის­წი­ნებ­და თბილისურ სპეციფიკას და თავისი წვლი­ლი შეიტანა XIX ს. საცხოვრებელი სახლის არქიტექტურის განვითარებაში; იგი იყენებდა თბილისური საცხოვრებლის ისეთ ელემენტს, როგორიცაა ხის დიდი აივნები ეზოს მხრიდან. 1842 წლიდან ხის დაკიდული აივნები ჩნდება ფასადებზედაც; 1846 წელს მან ხის აივნის სვეტების დასაკავშირებლად კოჭების ნაცვლად პირველად გამოიყენა სვეტებზე დაბჯენილი თაღები. ამის შედეგად ქალაქის არქიტექტურაში დამკვიდრდა ახალი ფორმა, რომელიც შემდგომ ფართოდ გავრცელდა; არის ზუბალა­შვილის ქარვასლის პროექ­ტის (1844) ავტორი (აშენდა მეტეხის ხიდის ყურეში, დაანგრიეს 1940 წელს). მანვე შეადგინა თბილისის თეატრის ორი პროექტი (1844 და 1845 წლებში), რომლებიც არ განხორციელდა. თბილისიდან წასვლის შემდეგ იგი მუ­შა­ობ­და რუსეთის სხვადა­სხვა ქალაქში არქიტექტორად, კერძოდ, 1849-1856წწ. მისი პროექტით ქ. ტულაში აშენდა ოფიცერთა სახლი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.213


Share: