შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დილარ ივარდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა ეწერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს. პირველი ლექსი ("დიოსკურია") გამოაქვეყნა 1957 წელს ჟურნალ "მნათობში:; 1965 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული "ასე იწყება ლერწმის შრიალი"; ძირითადი კრებულებია: "რტოები არ იმსხვრევიან" (1968), "ჩუქურთმა ხეზე" (1969), "ლარჭემის ხმები" (1971), "ნათლის სამოსელი" (1973). ლექსთა ციკლებისათვის "ყინული ლღვება", "სადაც ზღვაა და ლურჯი მთებია", "მზეო, მაცოცხლებელო", "გმირული ორატორია", "ჩემი ცხოვრების ხუთი ფურცელი"; 1998-2002წწ. მისი ლექსები და "ესეისტური ეტიუდები", რამდენიმე წიგნად გამოვიდა; წარმატებულია მისი როგორც მთარგმნელის, მოღვაწეობაც. თარგმნილი აქვს ა. მიცკევიჩის, ე. ვერჰარნის, ა. ბლოკის, ა. ახმატოვას, მ. ცვეტაევას ლექსები. თავად მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.213; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 165-166 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |