შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რიურიკ ივნევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო კრებულით "თვითდაწვა" (1913). იყო ეგოფუტურისტების, ხოლო რევოლუციის შემდეგ – იმაჟინისტთა წრის წევრი; ავტორია ლექსების კრებულებისა: "ჩემი ქვეყანა" (1943), "რჩეული ლექსები. 1912–1972" (1974). რამდენიმე წელი დაყო საქართველოში; მისი ლიტერატურული მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ცხოვრებასთან და კულტურასთან. გარდა ლექსებისა, ქართულ თემაზე აქვს დაწერილი რომანები: "სიყვარული უსიყვარულოდ" (1925), "ღია სახლი" (1927) და სხვა; თარგმნიდა ქართველი კლასიკოსებისა და თავის თანამედროვე პოეტების ნაწარმოებებს, აგრეთვე აზერბაიჯანელ და ოს მწერალთა თხზულებებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.218; slova.org.ru ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |