The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ითონიშვილი

ვალერიან ითონიშვილი
Date of birth:25 October, 1925
Date of death:10 May, 2021  (at 95 years)
Category:Ethnologist, Historian, Scientist

Biography

დაბადებ ადგილი: სოფელი ყანობი, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს.

1957-1963წწ. მუ­შა­ობ­და სა­ქართველოს სა­ხელმწიფო მუზეუმში; 1963 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯა­ვა­ხი­­შვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1972 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის დირექციასთან არ­სე­ბუ­ლი სამეცნიერო საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს წევრი; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ­ცენტრალური კავკასიის მთიელთა საოჯახო ყოფის თემაზე, რომელშიც შესწავლილია ვეინახების (ჩაჩნებისა და ინგუშების), ოსებისა და ქართველ მთიელთა ოჯახის სტრუქტურა, საოჯახო ურთიერთობის ფორმები და ტრადიციები. 1981-2006წწ. იყო სო­ცი­ა­ლურ ურთიერთობათა შესწავლის სა­ქართველოს ეთნოგრაფიის ­განყოფილების უფროსი; ხელმძღვანელობდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. გამოქვეყნებუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ნა­შრო­მი.  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1978).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.224

Awards and Honors

  • 2003 - ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია

Bibliography


Share: