The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ გორდეზიანი

თენგიზ გორდეზიანი
Date of birth:8 January, 1959  (65 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1984 წელს.

1983-1992წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. მონაწილეობდა კომპლექსურ-გეოგრაფიული ექსპედიციებში (1983-1991) - ყირიმში, ლადოგის ტბის შემოგარენში, ხიბინების მთებში, კარელიაში, მოსკოვის ოლქში, პამირის მთებში, ქოფეთდაღზე, ჯუნღარის ალათაუში, იაკუტიაში, კამჩატკაზე, შორეულ აღმოსავლეთში, ტუვაში, ბაიკალისპირეთში, პირენის მთებში (ბულგარეთი), მაგადანის ოლქში, ჩუკოტკაზე. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო და 20-მდე სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი. 1993 წლიდან მუშაობს კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე. ლექციებს კითხულობს: კარტოგრაფია, რუკათმცოდნეობა, თემატური და ატლასური კარტოგრაფია, ლანდშაფტური კარტოგრაფია, გეოინფორმაციული კარტოგრაფია, გარემოს დინამიკის კარტოგრაფიული ასპექტები, გეოეკოლოგიური კარტოგრაფია და სხვ. ხელმძღვანელობს საველე-სასწავლო პრაქტიკებს ტოპოგრაფიასა და ლანდშაფტმცოდნეობაში. მუშაობს ზოგადი თეორიისა და კარტოგრაფიის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სინთეზის პრობლემა კარტოგრაფიაში, დროის მასშტაბი, კარტოგრაფიული გენერალიზაცია, ქალაქების კომპლექსური კარტოგრაფირება, სპორტის კარტოგრაფირება და სხვ. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში. არის "კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის" პასუხისმგებელი მდივანი, 1983 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტთან არსებულ კარტოგრაფიულ ფონდს. მისი ავტორობით და რედაქტორობით გამოიცა 3 რუკა და 1 რუკა-ბუკლეტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლანდშაფტურ-ეთოლოგიური სიტუაციების კვლევა კარტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.89-90

Member of Organizations

  • საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია, გამგეობის თავმჯდომარე (1996-)

Bibliography


Share: