The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალფეს გოგუაძე

ალფეს გოგუაძე
სხვა სახელი:ალფეს გოგვაძე  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1923  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი (ყოფილი ოზურგეთის მაზრა), ლანჩხუთის რაიონი.

1904 წელს ჩაება რევლოუციურ მოძრაობაში და შევიდა პარტიაში. 1905 წელს მონაწილეობდა "ნასაკირალის" ბრძოლაში, ამავე წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში (საარტილერიო ნაწილში), როგორც არტილერისტი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ბრძოლაში განსაკუთრებული უნარის გამოჩენისა და ვაჟკაცობისათვის დჯილდოვდა უმაღლესი ჯილდოებით. 1917 წლის რევოლუციის დროს, როცა ოსმალეთის ფრონტიდან დაბრუნებული მეფის რუსეთის ჯარი საქართველოს დაპყრობას ფიქრობდა, ომიდან ახლად დაბრუნებული ალფეს გოგუაძე თავისი უფროსი ძმის, ვალოდია გოგუაძის მოწოდებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დამცველთა რიგებში ჩადგა. 1918 წელს დაინიშნა №4  ჯავშნოსანის უფროსად და მას შემდეგ საქართველოს თავისუფლებისათვის ყველა ფრონტზე იბრძოდა. მისი პირადი მონაწილეობით მოხდა ბრძოლის ასპარეზიდან დაბრუნებული რუსეთის არმიის რუსეთისაკენ გასტუმრება, ამიერკავკასიის ფრონტის გაწმენდა დეზერტირებისაგან, ბრძოლა თურქების წინააღმდეგ ბათუმის მიდამოებში, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, სალოღლში, ნავთლუღში, მცხეთაში, ხაშურში, ქუთაისში და სხვ. ვალოდია, მელენტი და ნოე გოგუაძეების ძმა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.654

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: