The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა გუგუნავა

ნანა გუგუნავა
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1931
გარდაცვ. თარიღი:17 ივლისი, 1995  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1955 წელს.

მუშაობა დაიწყო "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ინჟინერ-გეომორფოლოგის თანამდებობაზე. მონაწილეობდა მაღალმთიან ექსპედიციებში, კერძოდ, ყაზბეგის რაიონში საავტომობილო გზისა და ხიდების გაყვანასთან დაკავშირებით. 1956 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის ზემო რაჭის სტრატიგრაფიული ექსპედიციის უფროსი ლაბორანტი; 1957-1963წწ. მუშაობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის გეოგრაფიის კაბინეტში პედაგოგად; 1962-1972წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს ბავშვთა ცენტრალური საექსკურსიო-ტურისტული სადგურის პედაგოგ-მეთოდისტია; 1972-1995წწ. მუშაობდა საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში სწავლული მდივნის თანამდებობაზე. თითქმის მეოთხედი საუკუნე იღვაწა გეოგრაფიული საზოგადოების საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს გეოგრაფიის წინსვლაში. პირველსავე წლებში მონაწილეობდა სასკოლო გეოგრაფიის სექციის მუშობაში; ორგანიზაციას უწევდა გეოგრაფიის მასწავლებელთა დასახმარებლად ჩატარებულ ღონისძიებებს; კითხულობდა ლექციებს გეოგრაფიის მასწავლებელთა სამეცნიერო-მეთოდურ სესიებსა და კონფერენციებზე, როგორც თბილისში, ისე რესპუბლიკის რაიონებში. გარკვეულ ადგილს უთმობდა გეოგრაფიის სწავლებაში მხარეთმცოდნეობითი მასალის გამოყენებას. მონაწილეობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის გეოგრაფიის კაბინეტისა და ბავშვთა ტურისტული სადგურის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: 1978 - "საქართველოს განათლების სამინისტროს წარჩინებულის" სამკერდე ნიშანი (1978), საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო დიპლომი (1977).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.91


გააზიარე: