Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია თავბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს. 1993 წ. ოზურგეთის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1993-1996 წწ. დამოუკიდებელი ტელეკომპანია "გურიას" შემომქედებითი დირექტორი; 1996-1999 წწ. გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე; 1999-2004 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დეპარტამენტის კულტურის მიმართულების რედაქტორი და საქართველოს რადიოს გადაცემა "რადიოკალენდარის" ავტორი; 2006-2018 წწ. ჟურნალ "არაბესკის" მთავარი რედაქტორი (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გამოცემა). არის ავტორი წიგნებისა: "მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა" (საპატრიარქოს გამომცემლობა 2005, 2010), "ჯუმათის მონასტრის სიძველეები" (საპატრიარქოს გამომცემლობა 2005); ავტორი და გამომცემელი კრებულებისა და ალბომებისა: "ღვთისკაცი - ექვთიმე თაყაიშვილი", "წმინდა მღვდელმთავარი - გაბრიელ ქიქოძე", "ვახტანგ ჭაბუკიანი", "ნინო ანანიაშვილი"; სერიის: "პუბლიკაციები გურიის მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის ისტორიიდან", დამაარსებელი და რედაქტორი (გამოცემულია ათი წიგნი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.167 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |