The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი იმნაძე

ევგენი იმნაძე
Date of birth:4 December, 1875
Date of death:1 April, 1944  (at 68 years)
Burial location:ნიუ-იორკი, აშშ
Category:Military Person

Biography

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1893 წელს , კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი 1895 წელს, ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია (I თანრიგით) 1903 წელს.

1893 წლიდან მსახურობდა ჯარში (მე-20 საარტილერიო ბრიგადაში); 1904-1907წწ. იყო ვილნოს სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანაშემწე; 1911 წელს მიე­ნი­ჭა პოლკოვნიკის წოდება; 1914-1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; 1915-1916წწ. მეთაურობდა კავკასიის მე-12 მსროლელ პოლკს; 1916 წლიდან იყო ციმბირის მე-14 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი; 1918 წლიდან – თეთრი მოძრაობის მონაწილე, 1919-1920წწ. – ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსი; 1920 წლიდან ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში; 1930 წლიდან ცხოვრობდა დეტროიტში, ხელმძღვა­ნელობდა ვე­ტე­რან­თა საზოგადოებას; 1932 წლიდან გადავიდა ნიუ-იორკში; 1938 წლიდან იყო ჟურნალ "ჯარი და ფლოტის" წარმომადგენელი. დაჯილდოებულია სხვა­დასხვა ხარისხის ორდენებით, ასევე ოქროს იარაღით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916); სავარაუდოდ გარდაიცვალა ნიუიორკში და იქვეა დაკრძალული.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.260; ria1914.info

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლით)
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლითა და ბაფთით)
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა გიორგის ოქროს იარაღი
  • 1913 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ხმლით)
  • 1909 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი

Share: