Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ინანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. 1987 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის განყოფილების გამგე; 1993 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი; 1994 წლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მეცნიერ-კონსულტანტი; 2013 წლიდან სსიპ ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი; საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და კონგრესების მონაწილე, 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მისი შრომები ძირითადად მეტალურგიის ისტორიის საკითხებს ეხება; იკვლევს სამთო-მეტალურგიულ წარმოებასთან და ლითონდამუშავებასთან დაკავშირებულ არქეოლოგიურ ძეგლებს, მათ გენეზისსა და ადგილს მსოფლიო ცივილიზაციაში. მეტალურგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.265; სსიპ - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |