შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანული გურგენიშვილი-წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყანდაურა, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფიის მასწავლებლის სპეციალობით. 1975 წლიდან მუშაობს თბილისის 51-ე საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად. წლების განმავლობაში იყო კლასის ხელმძღვანელი და გეოგრაფიის მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი. 1987 წელს დაამთავრა მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის სახალხო განათლების მუშაკთა რეზერვების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. არის გეოგრაფიის საქალაქო და რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციებისა და ოლიმპიადების კომისიის წევრი; 1999 წლიდან მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ლექციების კურსს კითხულობს ახალგაზრდა მასწავლებლების გადამზადების კურსებზე. არის VI-VIII კლასების გეოგრაფიის სახელმძღვანელოების რეცენზენტი. ჩატარებული აქვს სარაიონო და საქალაქო დონის გაკვეთილები, კლასგარეშე ღონისძიებები, კონკურსები, ვიქტორინები, რეგულარულად მონაწილეობს პედაგოგიურ კითხვებში. გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი წერილი, სტატია და მეთოდური მითითებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: სიგელი "ეკოლოგიური განათლების პროპაგანდისათვის" 1997), თბილისის წლის საუკეთესო მასწავლებელი (1996), სიგელი "საუკეთესო მოხსენებისათვის" (1997-1998 ს/წ). გეოგრაფიის მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.94
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |