შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა გუჯაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. სწავლობდა დასწრებულ ასპირანტურაში. 1965 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე, 1974-1987წწ. ამავე კათედრის გამგედ. 1990-1992წწ. შეთავსებით მუშაობდა დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის სამეცნიერო ინსტიტუტში - მიგრაციისა და განსახლების განყოფილების გამგედ; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრად; 1967-1968წწ. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა პოლონეთში; 1976 წელს კითხულობდა ლექციებს პორტლენდის, ოჰაიოს, სან-ფრანცისკოსა და ჰავაის უნივერსიტეტებში (აშშ); 1978 და 1984 წლებში ვარშავისა და ლოძის უნივერსიტეტებში (პოლონეთი); 1979-1981წწ. მუშაობდა ერაყში, როგორც გაეროს უფროსი ექსპერტი ხალხთმოსახლეობის პოლიტიკის სფეროში; 1976-1990წწ. იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ქალაქებისა და განსახლების სისტემების წევრი; 1990-1995წწ. ევროპის დემოგრაფიული ასოციაციის დემოგრაფიული კომისიის წევრი. 1992-1995წწ. საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მინისტრი. ძირითადი სამეცნიერო ინტერესი - გეოდემოგრაფია განსახლების სისტემების ტერიტორიული ორგანიზაცია, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარება. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1961). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხეთის მოსახლეობის გეოგრაფია", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.96 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |