The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე გძელიშვილი

ელენე გძელიშვილი
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1907  (117 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აგდამი, აზერბაიჯანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1928 წელს და მუშაობა დაიწყო ასისტენტის თანამდებობაზე.

1930 წელს სამუშაოდ წავიდა საქარის საცდელ სადგურში, სადაც დაწერა პირველი სამეცნიერო ნაშრომი "საქარის მიდამოების მიკროკლიმატი"; 1932 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ამინდის ბიუროში; 1947 წელს თბილისის ავიამეტეოროლოგიურ სადგურში უფროს ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1953-1975წწ. კი ამინდის ბიუროს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების გამგედ. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ატმოსფერული პროცესების მიმდინარეობას ამიერკავკასიაში. განსაკუთრებით დიდი დრო მოანდომა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ძლიერი ქარების შესწავლას, დაამუშავა ამ ქარების წარმოშობის მიზეზები და პროგნოზირების საკითხები. გამოქვეყნებული აქვს 27 სამეცნიერო ნაშრომი და მეთოდური დარიგება. მიღებული აქვს საპატიო სამკერდე ნიშანი (1971), გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძლიერი ქარის 1-3 დღისათვის პროგნოზირების მეთოდიკა საქართველოს პირობებში", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.96


გააზიარე: