შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ინასარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს. 1939-1945წწ. II მსოფლიო ომის დროს მოქმედ არმიაში იყო საველე მოძრავი ჰოსპიტლისა და 46-ე არმიის მთავარი ქირურგი. 1949 წელს მისი ინიციატივით თბილისის ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაარსდა უროლოგიის განყოფილება, რომელსაც 1992-მდე თვითონვე განაგებდა; 1955-1959წწ. იყო ამ ინსტიტუტის დირექტორი; მან ანატომიურად, ექსპერიმენტულად და კლინიკურად შეისწავლა შარდ-სასქესო ორგანოების ვენური სისტემა, მამაკაცის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზის პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხები, საშარდე ორგანოების კანდიდამიკოზი, დაამუშავა სანაღვლე გზების ოპერაციის ორიგინალური მეთოდი და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები. ფთიზიატრ-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1947). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.265 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |