Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო ინასარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კუშუბაური, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი. თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში სწავლის პერიოდში გაიწვიეს II მსოფლიო ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა; ქართველი ემიგრანტების დახმარებით "ქართული ლეგიონის" საქმიანობაში ჩაერთო. ომის შემდეგ გერმანიაში შეისწავლა იურისპრუდენცია, ფილოსოფია, კინოსა და თეატრის ისტორია. მისი სადოქტორო დისერტაცია იურისპრუდენციაში მიეძღვნა რუსეთ-საქართველოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სამართლებრივ ასპექტებს; იყო ნ. ჟორდანიას პოლიტიკური თანამოაზრე, ემიგრაციაში მოქმედი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი; პარიზში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები: "მებრძოლი საქართველო" და "ჩვენი დროშა"; იგი ასევე თანამშრომლობდა ვ. ნოზაძის ჟურნალ "კავკასიონთან". დიდი წვლილი მიუძღვის ჟურნალ "თანამემამულის" დაარსებაში; იყო რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის დირექტორი; მან თავი მოუყარა ქართველი ემიგრანტების – გ. რობაქიძის, მ. წერეთლის, რ. არსენიძის, ვ. ნოზაძის და სხვათა ხმების ფონოგრამებს; საქართველოში გამოგზავნა უცხოეთში გამოცემული არაერთი ქართული წიგნი და ჟურნალ-გაზეთი; შ. და გ. მაღლაკელიძეების, კ. ვეკუას, ი. და ა. ნიკურაძეების არქივები, რომლებიც ინახება საქართვ. სხვადასხვა ინსტიტუტსა და მუზეუმში; მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში; საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქველმოქმედებისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება (1996). პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.266 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |