The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბდონ ინოჩენცი

აბდონ ინოჩენცი
დაბადების თარიღი:1856
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1935  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რომი.

მილანის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებული.

1882-1884წწ. ცეკვავდა იტალიაში ტურინისა და რომის თეატრებში, მილანის "ლა სკალაში". 1884-1987წწ. მოღვაწეობდა კიევში, საქალაქო თეატრში, პარალელურად გახსნა საბალეტო სტუდია; 1887 წელს მოიწვიეს თბილისში; 1894 წლამდე მუ­შა­ობ­და თბილისის "სახაზინო თეატრში" მთავარ ბალეტმაისტე­რად; 1888–1920წწ. ასწავლიდა იმხანად თბილისში ახლადშემოსულ და ძალზე პოპულარულ სამეჯლისო ცეკვებს თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულებაში – კადეტთა კორპუსში, წმინდა ნინოს კეთილშობილთა სა­სწავ­ლე­ბელ­ში, აგრეთვე ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში; 1891 წელს "სახაზინო თეატრში" შედგა მისი და მისი მეუღლის – მოცეკვავის, პედაგოგისა და ბალეტმაისტერის მ. პერინის ბენეფისი; 1895 წელს მათ ჩამოაყალიბეს "საბალეტო და სამეჯლისო ცეკვების სტუდია", რომელმაც 1930 წლამდე იარსება; სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; თბილისში მოღვაწე იტალიელი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.287


გააზიარე: