The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამბროსი ინწკირველი

ამბროსი ინწკირველი
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 1969  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტიტი 1915 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადა­სხვა დროს მუ­შა­ობ­და ბათუმსა და ფოთში, მასწავლებლობდა ქ. ფოთის ქალთა გიმნაზიაში. 1919 წელს დაი­ნიშნა თბილისის ქალაქის გამგეობის მდივნად; 1920 წელს აირჩიეს სა­ქართველოს კოოპერატიული ბანკის გამგეობის წევრად, კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ (საპედაგოგო) ინსტიტუტში; 1923 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუხჰალტრული აღრიცხვის დისციპლინებში ლექციების წასაკითხად; 1944 წელს აირჩიეს მისივე ინიციატივით იქვე დაარ­სე­ბუ­ლი საბუხჰალტრო აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კა­თედ­რის გამგედ, სადაც ორი ათეული წლის განმავლობაში მუ­შაობ­და; მისი სამეცნიერო შრომები ­ეხება ბუხჰალტრული აღრიცხვა-ან­გარიშ­გების თეორიულ და პრაქტიკულ სა­კითხებს; ავტორია ათობით სამეცნიერო ნა­შრო­მისა, მათ შორის 12 სა­ხელმ­ძღვანე­ლოსი. მან ქართულ ენა­ზე შეადგინა პირველი ორიგინალური სა­ხელმ­ძღვანე­ლოები: "საბანკო ანგარიშწარმოება" (1927), "კოლმეურნეობათა ანგარიშ­სწორება" (1930), "სამრეწველო ანგარიშსწორება" (1934) და სხვა; მისი ნა­შრო­მი საკოლმეურნეო ბუხჰალტერიაში ერთ-ერთი პირველი სა­ხელმ­ძღვანე­ლო იყო არა მარტო ქართულ, არამედ რუსულ ენაზეც; ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1938), პროფესორი (1963).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.305

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: