The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარაპეტ გრიგორიაც-ყაზახელი

ოფიციალური სახელი:კარაპეტ გრიგორიანი
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1943  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, მხატვარი

ბიოგრაფია

მშობლიურ ენად აღიარებდა ქართულს და წერდა ქართულ ენაზე. განსაკუთრებით ცნობილი იყო, როგორც მხატვარ-პრიმიტივისტი და პორტრეტისტი. ხატავდა სამიკიტნოს კედლებზე. პუშკინის ქუჩაზე, სარდაფ "სიმპატიას" კედლებზე დახატა შოთა რუსთაველის, კოპერნიკის, სოკრატეს, გალილეის, გლადსტონის და სხვების პორტრეტები შესაფერისი წარწერა-აფორიზმებით. გამოუქვეყნებელი დარჩა ხელნაწერი: "ძველი თბილისის ამბები" (ნაწყვეტები დაიბეჭდა "ლიტერატურა და "ხელოვნებაში", 1943, №6), "აფორიზმები და ბრძნული აზრები" (ამოკრებილი სხვადასხვა მწერლებისა და მოაზროვნეების ნაწარმოებებიდან). ძველი თბილისის მოქალაქე, მწიგნობარი, თვითნასწავლი მხატვარი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.715

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: