The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო გუბელი

Legal name:სერაფიონ მეძმარიაშვილი
Other name:ს. გუბელი  (Pseudonym)
ს. კორძაძე  (Pseudonym)
Date of birth:1892
Date of death:2 May, 1929  (at 37 years)
Category:Public official, Politician, Journalist

Biography

1908 წლიდან ბოლშვიკური პარტიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წევრი. ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში მუშაობდა სახალხო კომისრების საბჭოში; სოხუმში, ბაქოში, ქუთაისსა და ბათუმში იყო პასუხისმგებელ, მაღალ პარტიულ თანამდებობებზე. 1917 წელს იყო ქუთაისის პარტკომის წევრი, 1918-1919წწ. კავკავში ჯერ ორგანიზაციის მდივანი, შემდეგ პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე, 1920 წელს ბაქოში ბალახანა-საბუნჩის პასუხისმგებელი ორგანიზატორი, "კომუნისტის" რედაქციის კოლეგიის წევრი. მუშაობდა კახეთშიც პარტიულ ორგანიზატორად. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, მისჯილი ჰქონდა კატორღაში გადასახლება. აჭარაში იყო რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის სახალხო კომისარი. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, მისი თაოსნობით მოწვეულ იქნა აჭარის პირველი მეჯლისი, რომელმაც: "გადასჭრა საკითხი აჭარისტანის ავტონომიისა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში და სცნო საქართველოს რევოლუციური კომიტეტის სრული ხელმძღვანელობა". რევოლუციონერი, პარტიულ-პოლიტიკური მოღვაწე, განათლებით ფარმაცევტი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.734


Share: