The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ დავითაია

ეთერ დავითაია
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1951  (72 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ონტოფო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1972 წელს.

მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. შეთავსებით კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. აგრეთვე, მუშაობს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა "ათინათში" გეოგრაფიის მასწავლებლად (IV-X კლასები). წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარის სწავლული მდივანი. 1881-1995წწ. გაიარა ინსტიტუტის დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი. მის სადისერტაციო ნაშრომში გამოყენებულია ტექნოგენური ლანდშაფტების კვლევის მრავალფაქტორული რეგრესიული ანალიზის მეთოდი, რომლის საშუალებით, პირველად საქართველოში, ნებისმიერი სამთო რეგიონისათის გარემოს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შეფასების მიზნით შემუშავებული იქნა ტექნოგენურ ლანდშაფტებსა და მის ცალკეულ კომპონენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების კანონზომიერება. მისი კვლევის ინტერესებია: ლანდშაფტების ტექნოგენური გარდაქმნის სპეციფიკის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორებზე დამოკიდებულების მეცნიერული მიმართულების განსაზღვრა; ანთროპოგენური ლანდშაფტების ფუნქციონირების ეკოლოგიური ასპექტები და მათი ოპტიმიზაციის პრობლემები; ეკოლოგიურად დაძაბულ კერობრივ-ანთროპოგენური ზემოქმედების ზონებში ლანდშაფტების მდგომარეობის რეგიონულ თავისებურებათა კვლევა და გარემოს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მეცნიერული გზების დასახვა; საქართველოს დაცული ტერიტორიების რეკრეაციული ტევადობის შეფასება და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ზონირება; საქართველოს აგროკულტურების ოპტიმალური განლაგების განმსაზღვრელი ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორების ანალიზი და სინთეზი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტექნოგენური ლანდშაფტები, მათი აღდგენა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.97-98; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: