შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე VIII (აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიააღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1505-1509 წლებში; მოიხსენიება აწყურის მთავარეპისკოპოსის, ნიკოლოზ მაწყვერელის ერთგულების ფიცის წიგნში, რომელიც სხვადასხვა დროით თარიღდება, თუმცა თ. ჟორდანია და ქ. შარაშიძე იოანე VIII-ს კათოლიკოსობას დავით X-ის (1505-1525) მეფობის პერიოდს ამთხვევენ; აღნიშნული საბუთის მიხედვით, აწყურის ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსად კურთხევისათვის ემადლიერება იონე VIII-ს და აღთქმას დებს: "სიცოცხლესა ჩემსა თUნიერ მცხეთისა სახლი დედა-ქალაქი არა აღვიარო და თქვენ, მაკურთხევლის ჩემისა იუვა ნე კათალიკოზისაგან კიდე სხუასა კათალიკოზს არა დავემორჩილო...". ყოველივე ეს ამტკიცებს, რომ ამ პერიოდისთვის სამცხე-საათაბაგოს ეკლესია აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |