The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა დავითაძე

ზაზა დავითაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-ისტორიის სპეციალობით 1994 წელს; 1995-1998წწ. მიზნობრივი ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე.

1996 წლიდან მუშაობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე მასწავლებლად, შემდეგ უფროს მასწავლებლად, დოცენტად. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, რამდენიმე ბროშურა. კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს გეოპოლიტიკა-გეოსტრატეგია, გლობალიზაცია-რეგიონალიზაცია, ეთნიკური და რეგიონალური კონფლიქტები, ეკონომიკური განვითარება და დემოგრაფიული საკითხები, ტურიზმი და სხვ. იგი კურირებს, აგრეთვე გენდერის კონფლიქტების და მშვიდობის მშენებლობის პრობლემების კვლევას რეგიონში და აწარმოებს სოციალურ კვლევებს მოსახლეობის სხვადასხვა პრობლემებზე. მუშაობს პროექტზე გლობალიზაცია და რეგიონალიზაცია - კავკასიის ახალი დილემა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (2000).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარდამავალ პერიოდში აჭარის მოსახლეობაში მიმდინარე სივრცობრივი ძვრები", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.101

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო ორგანიზაცია CEP (civil education project), წევრი

გააზიარე: