Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა დავითაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-ისტორიის სპეციალობით 1994 წელს; 1995-1998წწ. მიზნობრივი ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე. 1996 წლიდან მუშაობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე მასწავლებლად, შემდეგ უფროს მასწავლებლად, დოცენტად. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, რამდენიმე ბროშურა. კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს გეოპოლიტიკა-გეოსტრატეგია, გლობალიზაცია-რეგიონალიზაცია, ეთნიკური და რეგიონალური კონფლიქტები, ეკონომიკური განვითარება და დემოგრაფიული საკითხები, ტურიზმი და სხვ. იგი კურირებს, აგრეთვე გენდერის კონფლიქტების და მშვიდობის მშენებლობის პრობლემების კვლევას რეგიონში და აწარმოებს სოციალურ კვლევებს მოსახლეობის სხვადასხვა პრობლემებზე. მუშაობს პროექტზე გლობალიზაცია და რეგიონალიზაცია - კავკასიის ახალი დილემა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (2000). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარდამავალ პერიოდში აჭარის მოსახლეობაში მიმდინარე სივრცობრივი ძვრები", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.101 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |