The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციცინო დავითულიანი

ციცინო დავითულიანი
Date of birth:4 April, 1966  (59 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ჯვარი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყოფილი ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი) - საექსკურსიო-ტურისტული გიდის კვალიფიკაცია 1986 წელს; 1989 წელს აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია; 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტორანტურა - გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატის (დოქტორთან გათანაბრებული) წოდება.

მუშაობა დაიწყო ვარციხეჰესების საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1993 წლიდან მუშობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე; 1995-2002წწ. აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის მასწავლებელი; 2006 წლიდან - აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის კოორდინატორი. მის დისერტაციაში განხილულია ქვემო იმერეთის ბუნების ცალკეულ კომპონენტებზე ანთროპოგენური ზემოქმედების ფორმები და ხარისხი. 1990-2000წწ. მუშაობდა იმერეთის კულტურული ლანდშაფტების ცვლილებათა დინამიკაზე. გამოქვეყნებული აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქვემო იმერეთის ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაცია", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.101; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ): atsu.edu.ge

Bibliography


Share: