The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან იმნაიშვილი

ლევან იმნაიშვილი
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით 1976 წელს.

1986-1987წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წამყვანი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ მუშაკი (1987-1990); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ მუშაკი (1990-1993), ოპტოელექტრონული გამომთვლელი საშუალებების კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ მუშაკი (1993-2005), კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების კათედრის დოცენტი (2005-2006), კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (2006-2009), 2009 წლიდან კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური დეპარტამენტის პროფესორი, 2010 წლიდან კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი; 1999 წლიდან დღემდე შპს "ენერგოსერვისის" დირექტორი. მუშაობს საინჟინრო, სამეცნიერო–კვლევითი, საგამომგონებლო, ორგანიზაციული, ექსპერტული და საგანმანათლებლო მიმართულებით. მისი ინტერესების სფეროს წარმოადგენს: ციფრულ სისტემებში მრავალფუნქციურობის პრინციპის გამოყენება; SCADA სისტემების ეფექტურობის მაღალი წარმადობა, საიმედოობა; ბიომეტრიული ტექნოლოგიები; მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნეს–პროცესების მართვის სისტემების საკითხები; მომხმარებელზე ორიენტირებული ადამიანი – კომპიუტერის (მანქანის) ინტერფეისის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. არის ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე; საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სამუშაო ჯგუფების წევრი. საინჟინრო აკადემიის ინფორმატიკის განყოფილების გამგის მოადგილე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2009).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭო, წევრი (2017-2019)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი (2012-2020)
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, წევრი (2018-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - საქართველოს ეროვნული პრემია, ტექნიკის დარგში (ჯგუფთან ერთად)
  • 2005 - ღირსების ორდენი

გააზიარე: